მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევაა

კახეთში კორონა ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ გაიზარდა. კოვიდ- 19- ით თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში, 70 წლის ასაკის ქალი გარდაიცვალა. ექიმების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, საავადმყოფოში გადაყვანისთანავე რთული იყო.გარდაცვლილი მოქალქე, თელავის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.

სექტემბრიდან დღემდე, რეგიონში უკვე 109 პაციენტი გარდაიცვალა.

24 საათის განმავლობაში კახეთში კორონა ვირუსის 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი, ინფიცირებულთა რაოდენობას აღემატება და 51- ს შეადგენს.
მთლიანად რეგიონში, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 11210 აღწევს.

ბოლო მონაცემებით, ყველაზე მეტი 2518 შემთხვევა, გურჯაანში ფიქსირდება.

ამ ეტაპზე მკურნალობას გადის 421 პაციენტი, მათ შორის 356 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 65 მოქალაქე კი, კოვიდ კლინიკაში იმყოფება.

მსგავსი პოსტები

Back to top button