კიევში მიხეილ სააკაშვილის ძმა დააკავეს

5753a414a2.images.new_photo.politika.sxvadasxva.saakashvili-davit
დავით სააკაშვილი

კიევში დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ძმა დააკავეს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“როგორც ჩანს, უკრაინის ხელისუფლება ამგვარად ცდილობს ჩემზე გავლენის მოხდენას, რათა მე უკრაინაში არ დავბრუნდე. ცუდად მიცნობთ. პირიქით, ეს სიტუაცია უფრო გააძლიერებს ჩემს მტკიცე განზრახვას დავიცვა უკრაინა და უკრაინელები ბარიგებისგან”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის დასავლეთ საზღვრებზე კიევიდან მობილური ჯგუფები გააგზავნეს, რადგან ადგილობრივ მესაზღვრეებს არ ენდობიან.

“მობილური ჯგუფების მიზანია საზღვარზე არ შემიშვან და პასპორტი წამართვან. საზღვარზე შეხვედრამდე!” – დასძინა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

“უკრაინის საიმიგრაციო სამსახური და პოლიცია დავით სააკაშვილს დეპორტაციისთვის ამზადებენ”, – აღნიშნულის შესახებ უკრაინულ ტელეარხს 112-ს უკრაინის შს მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა ილია კივამ განუცხადა.

„მიხეილ სააკაშვილის ძმა დაკავებულია უკრაინაში ყოფნის რეჟიმის დარღვევის გამო. საიმიგრაციო სამსახური და პოლიცია მას დეპორტაციისთვის ამზადებენ“, – განაცხადა კივამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button