მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა, – ინფორმაციას Ukrinform-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მოსახლეობას თავშესაფრებში შესვლისკენ მოუწოდებენ.

ამასთან, Ukrinform-ი ავრცელებს ინფორმაციას ჩერნიგოვში საცხოვრებელ სახლში რუსული რაკეტის დაცემის შედეგად გაჩენილი ხანძრის შესახებ. გამოცემის ცნობით, დაშავებულია ერთი ქალი.

კიევსა და ხარკოვში ისევ აფეთქებების ხმა ისმის, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კომუნიკაციებისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახურში განაცხადეს.

„მანამდე უკრაინის დედაქალაქში რამდენიმე საათის განმავლობაში სიმშვიდე იყო“, – აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელარუსიდან უკრაინის მიმართულებით მოიერიშე თვითმფრინავები მიფრინავდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button