კიმ კარდაშიანის მამინაცვალმა სქესი შეიცვალა [Video/Photo]

65 წლის რეალითი შოუს ვარასკვლავმა, თავისი კამინგ-აუტით პუბლიკა შოკში ჩააგდო.

„მე თავს ქალად ვგრძნობ. ადამიანები ჩემში მამრს ხედავენ, მაგრამ ნამდვილი ქალური გული და სული მაქვს. გენეტიკურად მამაკაცი ვარ, მაგრამ ამაში ბრალი არ მიმიძღვის. დიდხანს ვფიქრობდი, რა მოხდებოდა, როცა ჩემს ამბავს მსოფლიოს მოვუყვებოდი. ძალიან ძნელი მომენტია, მაგრამ უკვე აქ ვარ და ყველაფერი რიგზე მაქვს“, – განაცხადა ტელე ინტერვიუში ბრიუს ჯენერმა.

კიმ კარდაშიანის მამინაცვალმა განაცხადა, რომ მისი შვილებიდან, ყველაზე დიდი მხარდაჭერა, კიმისგან მიიღო.

უფროსი თაობის წარმომადგენელები, ჯენერს, როგორც ბრწყინვალე სპორცმენს იცნობენ. მან მონრეალის 1976 წლის ოლიმპიადაზე, ათჭიდში, მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ჯენერს, 3 ოფიციალური ცოლისგან, 6 ბიოლოგიური შვილი ჰყავს. კიმ კარდაშინის დედამ 2 ქალიშვილი გაუჩინა. წელს ისინი განქორწინდნენ.

ჯენერმა, ჯერჯერობით, მარტო სახის და მკერდის პლასტიკა ჩაიტარა. ამბობს, რომ სქესის გადაკეთების კარდინალური ოპერაციისთვის ჯერ მზად არ არის. რამდენიმე დღის წინ, იგი ჟურნალ Vanity Fair-ის ყდაზე ტრანსსექსუალი ქალის იმიჯში გამოჩნდა. სურათს თან სდევს წარწერა – „დამიძახეთ ქეითლინი“.

[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”8426″ thumb_margin_left=”10″ thumb_margin_bottom=”10″ thumb_border_radius=”10″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”10″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy”][/inpost_fancy]

მსგავსი პოსტები

Back to top button