კიშინიოვში პროტესტანტები პარლამენტში შეიჭრნენ [Photo/video]
20 იანვარს, მოლდოვაში საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე პარლამენტის შენობაში შეიჭრა. პროტესტანტებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და უკვე შენობის მეორე სართული დაიკავეს, სადაც პარლამენტის სხდომათა დარბაზია განლაგებული, – გვაცნობებს Интерфакс-Украина.
პარლამენტის შენობაში შეჭრილი მანიფესტანტებმა რამდენიმე კარი შეამტვრიეს და დეპუტატებს ოთახებში ეძებდნენ.
შეჯახების თავიდან აცილების მიზნით, პოლიციამ შენობა დატოვა. რამდენიმე სამართალდამცველს ფარები, ხელკეტები და ჩაფხუტები ჩამოართვეს.
სამოქალაქო პლატფორმა DA-ს ლიდერებმა მანიფესტანტების შეჩერება სცადეს, თუმცა სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა.
პროტესტანტები სკანდირებდნენ: “არ დაგითმობთ!”, “ძირს მთავრობა!”, “ძირს პარლამენტი!”, “ძირს მაფია!”. ისინი დეპუტატებთან შეხვედრას ითხოვდნენ, რომლებმაც ოთხშაბათს წინასწარი განხილვის გარეშე, მთავრობის შემადგენლობა და მისი პროგრამა სასწრაფო წესით დაამტკიცეს.
პოლიციელებმა განაცხადეს, რომ შენობაში დეპუტატები არ იმყოფებიან. პარლამენტის შენობაში მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები დარჩბებ, რომლებმაც თავის მხრივ განაცხადეს, რომ დეპუტატები გვირაბებით გაიყვანეს, რომლებიც საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში ადამიანთა ევაკუაციისთვის ააშენეს.
მასმედიის ინფორმაციით, მოლდოვის ახალი მთავრობა დეპუტატებმა რამდენიმე წუთში 57 ხმით დაამტკიცეს. როგორც ცნობილი გახდა, დარბაზში 101-ნაცვლად 68 დეპუტატი იმყოფებოდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა თავიანთი აღშფოთება უკვე გამოხატეს.