სპორტ-ნიუსისპორტი

კიტეიშვილის დაბრუნება მინდორზე იანვრის ბოლოსთვის იგეგმება

გრაცის შტურმის ქართველი შემტევი ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი მოედანზე დაბრუნებას მალე შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ფეხბურთელმა ტრავმა სექტემბრის ბოლოს მიიღო, ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და მას შემდეგ რეაბილიტაციას გადის.

ავსტრიული შტურმის გამთამაშებელს სულ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა,ტერფიფან ფიქსატორი ამოუღეს და მისი სრულფასოვანი ვარჯიში ექიმების თქმით,უკვე თვის ბოლოსთვის იქნება შესაძლებელი.

კიტეიშვილი 30 სექტემბერს პსვ ეინდჰოვენთან შეხვედრის დროს დაშავდა და ამ დრომდე ჩემპიონატის 9 და ევროპალიგის 4 მატჩი გამოტოვა.

“ამ იძულებითი ხანგრძლივი შესვენების შემდეგ მოულოდნელად ველოდები იმ დღეს,როდესაც ისევ ვითამაშებ ფეხბურთს”,- აღნიშნა 25 წლის ქართველმა სპორტსმენმა

ოთარ კიტეიშვილმა 2021-2022 წლების სეზონში გრაცის შემადგენლობაში 14 მატჩი ჩაატარა.გაიტანა 4 გოლი და აქტივში ამდენივე საგოლე პასი მიითვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button