მნიშვნელოვანისიახლეები

ნიკო კვარაცხელიას უკვდავსაყოფად მის სოფელში 22 ფრანი გაუშვეს

შობის ღამეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ ჯგალის ცენტრში უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი და პატივი მიაგეს 22 წლის ნიკო კვარაცხელიას ხსოვნას.

მათ სიმბოლურად ცაში გაუშვეს 22 ფრანი და დაანთეს სანთლები.

Feedc-ის დამფუძნებელი ნიკო კვარაცხელია გასულ წელს თბილისში ჩაცხრილეს.

ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 236-ე, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

დაკავებულია ორი პირი,მიმდინარეობს გამოძიება.

ნიკო კვარაცხელიას ოჯახი წარმოშობით წალენჯიხიდანაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button