მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ნინოწმინდის პანსიონი 26-მა ბავშვმა დატოვა

ნინოწმინიდის ბავშვთა პანსიონი 26-მა ბავშვმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ავრცელებს.

“სახელმწიფო მიყვება სასამართლოს გადაწყვეტილებას და გაყავს ყველა ბავშვი. ეს ძალიან კარგია. ხვალ, მაქსიმუმ ზეგ, უნდა დასრულდეს ეს პროცესი. მერე, როცა სამშვიდობოზე გვეყოლება ბავშვები, სრულად უნდა ვორიენტირდეთ გამოძიებაზე”, – წერს აბაშიძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 5 ივნისის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში.

სარჩელი სასამართლოში ორგანიზაცია არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის PHR-მა შეიტანა.

მსგავსი პოსტები

Back to top button