მნიშვნელოვანისიახლეები

,,კოალიციური მთავრობა თუ გვეყოლება ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული,,- პრეზიდენტი

,,პოლიტიკური უვიცობის მანიშნებელი,,-ოცნების გუნდმა სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკა

კოალიციური მთავრობა თუ გვეყოლება, ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ევრაქტივთან“ (EURACTIV) ინტერვიუში განაცხადა.

„გვესმის, რომ რა ქმედებები განხორციელდება არჩევნებამდე და როგორ ჩატარდება, ეს ორივე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შემდგომი ნაბიჯის გადასადგმელად. გეგმაა, დავეწიოთ ასოცირებული ტრიოს ორ პარტნიორს, უკრაინასა და მოლდოვას.

თუ ევროკომისიის მოცემული გზამკვლევის, ცხრა რეკომენდაციის შესაბამისად შედეგი დაიდება, ეს ძალიან კარგი ნიშანი იქნება. მე მოვუწოდებ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის, სამთავრობო პარტიას, შეეცადონ, წარმოადგინონ ერთიანი ფრონტი ამ საკითხზე და შექმნან ევროპული პლატფორმა, რომელსაც ყველა შეუერთდება – როგორ ვაპირებთ, ვუპასუხოთ ამ რეკომენდაციებს და რა ვადებში“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, როგორ აპირებს მთავრობაზე ზეწოლას ევროკავშირის რეფორმების რეკომენდაციების განსახორციელებლად, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება პოლარიზაციას, რომელიც ერთ-ერთ მთავარ საკითხადაა განსაზღვრული, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ევროპასა და ამერიკაშიც არ იციან, როგორ შეამცირონ პოლარიზაცია.

„ამ მხრივ მე არ ვარ შეწუხებული, რადგან არავინ იცის, როგორ შეამციროს პოლარიზაცია, არცერთმა ევროპულმა ქვეყანამ, არც ამერიკამ.

გარკვეულწილად, ეს ასევე დამოკიდებული იქნება არჩევნების შედეგზე. თუ არ იქნება მკაფიო უმრავლესობა და გვეყოლება კოალიციური მთავრობა (იქნებ დროა, საქართველომ ეს გამოცადოს), ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული, რადგან ჩვენ მოგვიწევს, ვისწავლოთ ერთმანეთთან მუშაობა და ქვეყნის ერთად მართვა მაგრამ არსებობს რეკომენდაციები, რომლებსაც უნდა მივყვეთ. ისევ და ისევ უპირველესი პასუხისმგებლობა მთავრობასა და პარლამენტს ეკისრება. ჩვენ ვნახავთ, რის გაკეთებას აპირებენ უახლოეს თვეებში, რადგან ეს ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ ერთ-ერთი ინტერვიუს დროს გაკეთებული განცხადება კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით, პოლიტიკური უვიცობის მანიშნებელია.

“როდესაც ის ამბობს, რომ საქართველოს სამუშაო აქვს, რათა დაეწიოს უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის გზაზე, მე მიჩნდება კითხვა- რაში უნდა დავეწიოთ ქალბატონო სალომე? უკრაინას ომში თუ მოლდოვას დესეთეს წევრობაში?

მისი განცხადებები კოალიციურ ხელისუფლებასთან და მთავრობასთან დაკავშირებით, ელემენტარული პოლიტიკური უვიცობაა ან მის პირად ინტერესებს ემსახურება.

ის კოალიცია, რომელსაც თავად მოიაზრებს შედგება ენმ-ს დანაყოფებისგან, ამიტომ მისი შემოთავაზება ენმ-ის ინტერესებზე პირდაპირ ასხამს წყალს,”- აცხადებს წილოსანი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი ოპოზიციის ყველაზე რადიკალურ ფრთას ურიგდება.

“ოპოზიციაში ყველაზე რადიკალური ფლანგი ვინც არის, ვისთვისაც იყო მისაღები და დასაშვები საუთარი ვიწროპარტიული ინტერესების ქვეყნის კეთილდღეობაზე მაღლა დაყენება, როგორც ჩანს სწორედ მათ ურიგდება ახლა პრეზიდენტი ან უკვე გარიგებულია.

როდესაც ქართელ ამომრჩეველს შეკვეთებს აძლევენ, როგორი უნდა იყოს მათი არჩევანი ეს არასწორია და ამას უნდა დაანებონ თავი,”- აცხადებს სარველაძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button