მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კობახიძე: ჩემი პატივისცემა ბერას და ღირსეულ ირაკლი ღარიბაშვილს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სატელეფონო ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, პირველ განცხადებას აკეთებს.

კობახიძე ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თავისას ვერ იშლის”.

კობახიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

აშკარაა, რომ ნაციონალური მოძრაობა ვერ იშლის თავისას. უკანონო მოსმენა, ჩანაწერების ფაბრიკაცია, მორალური და ფიზიკური ძალადობა მათი ხელწერაა. ეს პარტია ვერ ამაღლდა და ვერც ვერასდროს ამაღლდება „კუდის” სიმაღლიდან, ანუ მორალური და პოლიტიკური ფსკერიდან. მთავარია, რომ ქართული საზოგადოება კვლავაც კარგად არჩევს თეთრსა და შავს. ჩემი პატივისცემა ღირსეულ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს და ღირსეული ოჯახის ღირსეულ შვილს, ბერა ივანიშვილს!!!, – წერს კობახიძე.

შეგახსენებთ, “TV პირველის”, “ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში”, გავიდა სატელეფონო ჩანაწერები,სადაც სავარაუდოდ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვაჟი ბერა ივანიშვილი და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სკოლის მოსწავლეზე ძალადობას გეგმავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button