კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული დაკავებულია

თელავში, გოშაძის ქუჩაზე მოხდარი სამი ადამიანის მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული, 27 წლის აკაკი აბრამიშვილია.

წინასწარი ინფორმაციით, აბრამიშვილმა მშობლები, 59 წლის თამარ ხოსმაზარაშვილი, 61 წლის გურამ აბრამიშვილი და 86 წლის ბებია, პისტოლეტით დახოცა და მომხდარის შესახებ, პოლიციას თავადვე შეატყობინა.

გარდაცვლილი თამარ ხოსმაზარაშვილი, თელავის მეოთხე საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგია.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებული, აკაკი აბარამიშვილი, დღეს, ქუჩაზე ველოსიპედით მოძრაობდა და მისთვის აღელვება არ შეუმჩნევიათ.

” დღეს, ორ საათზე შემხვდა ველოსიპედით, წყნარად მომესალმა.აღელვება არ შემიმჩნევია. საერთოდ კი ცოტა ჩაკეტილი ბიჭი იყო და კონტაქტში შესვლა არ უყვარდა. არც იარაღის ხმა გაგვიგია, არც ჩხუბის, თორემ ხომ მივეშველებოდით. თავადვე დაურეკავს პოლიციაში, მოდით, მშობლები დავხოცეო”- თქვა რადიო ჰერეთთან ერთ- ერთმა მეზობელმა.

გარდაცვლილი თამარ ხოსმაზარაშვილი, თელავის მეოთხე საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგია.
თავად აკაკი აბრამიშვილმა, თბილისის ერთ- ერთი სასწავლებელი დაასრულა და მუშაობდა კიდეც. თუმცა მოგვიანებით მან სამსახური მიატოვა და მშობლებთან დაბრუნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აბრამიშვილი უკვე დაკავებული, ხოლო პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოღებულია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button