კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
პოლიცია თელავში მკვლელს ეძებს

ამ წუთებში, თელავში მოკლული ერთი ოჯახის სამ წევრს, გურჯაანის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ
ადგილზე სამართალდამცავები შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. პოლიცია იმ პირს ეძებს, ვინც მკვლელობა ჩაიდინა
27 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა ოჯახის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მშობლები და ბებია საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მას სავარუდოდ დეპრესია ჰქონდა და არ გამოირიცხება, რომ მკვლელობა სწორედ ამ მიზეზით მოხდა. სავარაუდო დამნაშავის დედა თელავის მეოთხე სკოლაში, ინგლისურის პედაგოგია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობა 109-ე, ოჯახური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს