მნიშვნელოვანისიახლეები

კობახიძე ლარის გაუფასურებას “კონკრეტული სუბიექტის” საბოტაჟს აბრალებს, რომელსაც “ვერ ასახელებს”

რუსული კანონის მიღების შემდეგ ლარი დოლარისა და ევროს მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა.

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ლარის გაუფასურებას “კონკრეტული სუბიექტის” საბოტაჟს აბრალებს, რომელსაც “ვერ ასახელებს”.
კობახიძე ლარის კურსის გაუფასურებას “ხელოვნურ ცვლილებებს” უკავშირებს და ირწმუნება, რომ გასულ 4 თვეში ქვეყანას 8%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა.
კობახიძე მორიგ შეთქმულების თეორიას ავრცელებს და ევროპელი მინისტრების ჩამოსვლისას “რევოლუციურ გეგმებზე” საუბრობს.
“ხედავთ, რომ აჟიტირებულია ჩვენი ოპოზიცია ყოველ ჯერზე, როცა გარკვეული ცვლილებაა ლარის კურსში. წინა შემთხვევაში აბსოლუტურად ხელოვნური იყო ეს ცვლილება, ერთი კონკრეტული სუბიექტის ჩარევით მოხდა ეს ყველაფერი, იყო საბოტაჟის შესაძლო ნიშნები, ვერ დავასახელებ, კანონით მეკრძალება ამაზე საუბარი. ეროვნულ ბანკსაც ეკრძალება კანონით ამაზე საუბარი, მაგრამ იყო ხელოვნური ჩარევის პირდაპირი ნიშნები. ასეთი პროცესი იკვეთებოდა, იყო ორი დღე, როდესაც ლარის კურსი უნდა დაცემულიყო, უნდა ჩამოსულიყვნენ ევროპელი დეპუტატები, საგარეო საქმეთა მინისტრები და ამ ორ დღეში უნდა მომხდარიყო რევოლუცია, იყო ასეთი უსუსური გათვლა. საბოლოო ჯამში, ეს გეგმა ჩავარდა.
იმდენად უსუსურია ხოლმე ეს გათვლები, რომ წინასწარვეა განწირული წარუმატებლობისთვის. ლოგიკური დასკვნა შეიკრა, იყო ხელოვნური დაწოლა ლარზე, იმავე დღეს ჩამოიყვანეს ევროპელი დეპუტატები, შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრები სცენაზე გამოიყვანეს. ვინც ამას გეგმავდა ვფიქრობთ, რომ ის მოიაზრებდა ამ პროცესების, ანუ რევოლუციის წარმატებას, თუმცა როგორი უსუსურიც იყო გეგმა, ისევე უსუსურად დასრულდა”- თქვა კობახიძემ.

ლარი არსებულ ყველა ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა-ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება საქართველოში დაიწყო „აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ

ეროვნული ბანკის პოლიტიკა არის თანხვედრაში ზოგადად მაკროეკონომიკურ კურსთან, რომელიც გვაქვს. ამიტომ ფუნდამენტური საფუძველი იმისა, რომ ლარის კურსი გაუფასურდეს არ გვაქვს, პირიქით ჩვენ დავინახეთ, რომ სცდებიან, ჩვენ ვინარჩუნებთ სტაბილურ კურსს, რომელიც პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ პროგრესთან, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით განუცხადა.
მინისტრის თქმით, მას არ სურს, რომ მოსახლეობა შეცდომაში შევიდეს და მათი ინტერესები დაზიანდეს, ხშირ შემთხვევაში, „პანიკურ პროცესებს ბევრი ადამიანი აჰყვება ხოლმე“.
„ეროვნული ბანკის კონკრეტული ნაბიჯები არის ძალიან ლოგიკური იმიტომ, რომ ეროვნული ბანკის ჩარევას აზრი არ ექნებოდა, ეს არაპროდუქტიული იქნებოდა, თუ ჩვენ გვექნებოდა ფუნდამენტური ფაქტორები, რომელიც ლარის კურსის გაუფასურებას ხელს შეუწყობდა. ჩვენ ასეთი სიტუაცია არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც სამწუხაროდ, პოლიტიკური პროცესები მოსახლეობის ქცევაზე აისახება. აქედან გამომდინარე, სწორია, რომ ჩვენ საზოგადოებასთან მკაფიო კომუნიკაცია გვქონდეს, მათ შორის ეროვნულ ბანკს მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდეს და ამას ასეც ეფექტიანად ახერხებს. მათ შორის, თავისი ნაბიჯებით ეროვნული ბანკი თანმიმდევრული იყოს. ეროვნული ბანკის პოლიტიკა არის თანხვედრაში ზოგადად მაკროეკონომიკურ კურსთან, რომელიც გვაქვს. ამიტომ ფუნდამენტური საფუძველი იმისა, რომ ლარის კურსი გაუფასურდეს არ გვაქვს, პირიქით ჩვენ დავინახეთ, რომ სცდებიან, ჩვენ ვინარჩუნებთ სტაბილურ კურსს, რომელიც პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ პროგრესთან. როდესაც ჩვენ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს ვაქვეყნებთ, სტატისტიკას და ა.შ. ეს არის ის ფუნდამენტური მაჩვენებელი, ინდიკატორები, რომელიც უკვე კურსის სახით აისახება. აქედან გამომდინარე, როცა ამას შორის სხვაობაა, ეს ყოველთვის იმაზე მიუთითებს, რომ ეს არის პანიკური და დროებითი. ზოგჯერ მცდელობა იყო, განზრახ პანიკის გამოწვევის, ძალიან უპასუხისმგებლო, ძალიან სამწუხარო. იმიტომ, რომ პოლიტიკას თავისი მორალის ზღვრები აქვს. ამის მიუხედავად, ყველაფერი დასტაბილურდება. უბრალოდ, არ მინდა, რომ მოსახლეობა შეცდომაში შევიდეს და მათი ინტერესები დაზიანდეს, ხშირ შემთხვევაში ამ პანიკურ პროცესებს ბევრი ადამიანი აჰყვება ხოლმე, ეს უბრალოდ არ არის სასიამოვნო“, – აღნიშნა მინისტრმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button