კობახიძე მადლობას უხდის ქართული ოცნების დეპუტატებს, რომლებმაც რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირეს
ქართულმა ოცნებამ 84 დეპუტატის მხარდაჭერით რუსული კანონი მიიღო

ქართულმა ოცნებამ 84 დეპუტატის მხარდაჭერით რუსული კანონი მიიღო. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მათ პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს, შემდეგ კი კანონს კენჭი თავიდან უყარეს.
სია, ვინც „აგენტების კანონზე“ ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა:
გიორგი ბარვენაშვილი;
გია ბენაშვილი;
რიმა ბერაძე;
მაია ბითაძე;
ანზორ ბოლქვაძე;
ელისო ბოლქვაძე;
მაკა ბოჭორიშვილი;
ელგუჯა გოცირიძე;
ბექა დავითულიანი;
ალექსანდრე დალაქიშვილი;
ზაურ დარგალი;
ისკო დასენი;
ზაალ დუგლაძე;
გოჩა ენუქიძე;
გია ვოლსკი;
ირმა ზავრადაშვილი;
ირაკლი ზარქუა;
არჩილ თალაკვაძე;
ედიშერ თოლორაია;
რატი იონათამიშვილი;
ლადო კახაძე;
გიორგი კახიანი;
კახა კახიშვილი;
პაატა კვიჟინაძე;
ბაია კვიციანი;
ირაკლი კირცხალია;
სუმბატ კიურეღიანი;
ლევან კობიაშვილი;
რესან კონცელიძე;
მარიამ ლაშხი;
ზაზა ლომინაძე;
დავით მათიკაშვილი;
სამველ მანუკიანი;
ლევან მაჭავარიანი;
ლევან მგალობლიშვილი;
ირაკლი მეზურნიშვილი;
გოგი მეშველიანი;
ირაკლი მეძმარიაშვილი;
სავალან მირზოევი;
გივი მიქანაძე;
იმედა ნიკურაძე;
ანტონ ობოლაშვილი;
ბექა ოდიშარია;
ანრი ოხანაშვილი;
შალვა პაპუაშვილი;
გელა სამხარაული;
ნიკოლოზ სამხარაძე;
ვიქტორ სანიკიძე;
დავით სონღულაშვილი;
გიორგი სოსიაშვილი;
ალექსანდრე ტაბატაძე;
ნოდარ ტურძელაძე;
ირაკლი ქადაგიშვილი;
ლევან ქარუმიძე;
მერაბ ქვარაია;
სალომე ქურასბედიანი;
ალუდა ღუდუშაური;
თენგიზ შარმანაშვილი;
ირაკლი შატაკიშვილი;
გიორგი ჩაკვეტაძე;
გოდერძი ჩანქსელიანი;
ქეთევან ჩარკვიანი;
ვასილ ჩიგოგიძე;
გიორგი ცაგარეიშვილი;
ბეჟან წაქაძე;
ნინო წილოსანი;
ხატია წილოსანი;
გრეტა წიწავა;
შოთა ხაბარელი;
გიორგი ხახუბია;
სალომე ჯინჯოლავა;
დიმიტრი სამხარაძე.
„ხალხის ძალა“:
დავით კაჭარავა;
გურამ მაჭარაშვილი;
სოზარ სუბარი;
ეკა სეფაშვილი;
ვიქტორ ჯაფარიძე;
ირაკლი (დაჩი) ბერაია;
ზაალ მიქელაძე;
დიმიტრი ხუნდაძე;
მიხეილ ყაველაშვილი;
გივი ჭიჭინაძე;
„ევროპელი სოციალისტები“
ავთანდილ ენუქიძე;
ფრიდონ ინჯია.
დამსწრეთა შორის, ვინც კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა, წინააღმდეგი იყვნენ „გირჩის“ დეპუტატები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ჰერმან საბო და ალექსანდრე რაქვიაშვილი.
პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე მადლობას უხდის ქართული ოცნების დეპუტატებს, რომლებმაც რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირეს.
კობახიძის აზრით, კანონის მხარდაჭერით დეპუტატებმა “საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უერთგულეს”.
“მინდა გამოვეხმაურო საქართველოს პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევას და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის საბოლოოდ მიღებას. ქვეყნის უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ, რომელიც ქართველი ხალხის მიერ არის არჩეული და მხოლოდ ქართველი ხალხის წინაშე არის ანგარიშვალდებული იმოქმედა სწორედ ქართველი ხალხის ნების შესაბამისად და შექმნა უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის განსამტკიცებლად. […]
მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და ამით უერთგულა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს”, – თქვა კობახიძემ ბრიფინგზე.
არაერთი საერთაშორისო მოწოდებისა და მოქალაქეების მრავალათასიანი აქციების მიუხედავად ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
14 მაისს ხალხმრავალი პროტესტისა და უცხოელი პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, 18 მაისს კი მას პრეზიდენტმა ვეტო დაადო და კიდევ ერთხელ უწოდა „რუსული კანონი“.
28 მაისს საქართველოს პარლამენტმა არ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და „აგენტების კანონზე“ დადებული ვეტო დაძლია.
კანონპროექტის თავდაპირველი სახით მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო ოთხი.