მნიშვნელოვანისიახლეები

სამართალდამცველები ჩიტაძის ქუჩის მხრიდან პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან იყვნენ განლაგებულნი ტერიტორიიდან გაიყვანეს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 21:00 საათზე რუსთაველის გამზირზე ჩაერთვება და აქციის მონაწილეებს მიმართავს

სამართალდამცველები, რომელიც ცოტა ხნის წინ, ჩიტაძის ქუჩის მხრიდან პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან იყვნენ განლაგებულნი, ტერიტორიიდან გაიყვანეს.

პოლიციელთა გაყვანას აქციაზე მყოფი მოქალაქეების მხრიდან შეძახილები მოჰყვა, მოქალაქეები მათი მისამართით სკანდირებდნენ: “მონებო”, “სირცხვილი”, “რუსებო”.

რაც შეეხება უშუალოდ აქციის მონაწილეებს, მათმა ნაწილმა კვლავ ჩიტაძის ქუჩაზე გადაინაცვლა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 21:00 საათზე რუსთაველის გამზირზე ჩაერთვება და აქციის მონაწილეებს მიმართავს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მანამდე, სალომე ზურაბიშვილს აქციიდან საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა მიმართეს და მოუწოდეს, მივიდეს პარლამენტთან და ჩადგეს ერთიანობის სათავეში.

“საქართველოს მთავარსარდალს, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ვთხოვთ, მოვიდეს ჩვენთან ერთად, მოვიდეს და ჩადგეს ამ ერთიანობის სათავეში”, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას თამარ კორძაიამ.

შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. კენჭისყრას ოპოზიცია არ დასწრებია, ისინი პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button