მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კობახიძემ აზერბაიჯანში ვიზიტის დროს მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა-კობახიძის თქმით ,,მისთვის დიდი პატივია ბაქოში ყოფნა,,

,,საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პირველი უცხოური ვიზიტი აზერბაიჯანში დაგეგმეთ, ეს არის სიმბოლო, რომ უმაღლესი დონის ურთიერთობები გაგვაჩნია აზერბაიჯანსა და საქართველოს,,-ალიევი

ირაკლი კობახიძემ, რომელსაც აზერბაიჯანი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სტატუსით მასპინძლობს, რეგიონსა და მსოფლიოში მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის გახსნისას კობახიძემ აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია ბაქოში ყოფნა.

აზერბაიჯანი ერთ-ერთია იმ იშვიათ ქვეყნებს შორის, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელი სხდომა გამოკვეთს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოების ახალ შესაძლებლობებს, რათა კიდევ უფრო დინამიური და ნაყოფიერი გავხადოთ ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა…

დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით არა თუ გადავლახავთ ყველა გამოწვევას, არამედ გამოვიყენებთ არსებულ შესაძლებლობებს კიდევ უფრო ეფექტიანი თანამშრომლობისათვის. ჩვენ გულწრფელად ვართ დაინტერესებული განვახორციელოთ კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები და ხელი შევუწყოთ თანამშრომლობას რეგიონში. საქართველო მხარეებს სთავაზობს სამმხრივი თანამშრომლობის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ჩართულობას სხვადასხვა სფეროების მიმართულებით“, – თქვა მან.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პირველი უცხოური ვიზიტი აზერბაიჯანში დაგეგმეთ, ეს არის სიმბოლო, რომ უმაღლესი დონის ურთიერთობები გაგვაჩნია აზერბაიჯანსა და საქართველოს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

ილჰამ ალიევმა „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„ეს ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობის არის იმდენად, რამდენადაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თქვენი პირველი უცხოური ვიზიტია. ვიყენებ შესაძლებლობას და მოგილოცავთ „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას. გისურვებთ თქვენ და თქვენს გუნდს წარმატებას. ბუნებრივია, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პირველი უცხოური ვიზიტი არჩევანში დაგეგმეთ, ეს არის სიმბოლო, რომ უმაღლესი დონის ურთიერთობები გაგვაჩნია აზერბაიჯანსა და საქართველოს. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

ამასთან, ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ წარმატება უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა იქნება.

„პირისპირ შეხვედრაზე ვისაუბრეთ დაკავშირებადობაზე, „შუა დერეფნის“ პროექტზე. ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ. ჩვენი ჩართულობა რეგულარულია. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი წარმატებული იქნება. ამ პროექტში მჭიდრო კავშირი უნდა შევინარჩუნოთ სამეზობლოში სხვა ქვეყნებთან. აზერბაიჯანი და საქართველო იქნება ის კავშირი და ხიდი, რომელიც დამყარდება ევროპასა და აზიას შორის. ჩვენ წარმატებულად ვახორციელებთ ამას. ვიცით, რომ ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა საქართველოსიც ფართოვდება, როგორც აზერბაიჯანში. განსაკუთრებით შეეხება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაციფროვნებას. ეს ძალისხმევა მიმდინარეობს ორივე ქვეყანაში, იმ ერების საკეთილდღეოდ, რომელსაც წარმოვადგენთ. ჩვენ ვართ უცილობელი პარტნიორები და ძალიან ფასეული სერვისები შეგვიძლია შევთავაზოთ სხვებსაც. ძალიან ბევრის მიღწევა მოვახერხეთ, დეტალებში არ შევალ, ამას გაფართოებულ ფორმატში განვიხილავთ. მინდა დავამატო, რომ თქვენი პარტიის წარმატება უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიაში იქნება სტაბილურობა, თქვენი ძმების და მეგობრების რანგში, ჩვენ გვახარებს თქვენი წარმატება, გისურვებთ მომდევნო წარმატებას მომავალში“, – აღნიშნა ალიევმა.

ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანში დღეს, 17 იანვარს, ჩავიდა. ეს მისი პირველი ვიზიტია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მას შემდეგ, რაც მის გუნდს “ქართულმა ოცნებამ” ნდობა გამოუცხადა პარლამენტში. ამ არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობენ ოპოზიციური პარტიები, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, არასამთავრობო სექტორი. მოქალაქეები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ხალხმრავალ აქციებს მართავენ თბილისსა და რეგიონებში.

გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრის სტატუსით მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს. მათ ორი ქვეყნის წინააღმდეგ „საგარეო ჩარევის“ და მის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ისაუბრეს.

ბაირამოვმა გამოსვლის დასაწყისში ბოჭორიშვილს მიულოცა „წარმატებით ჩატარებული არჩევნები, მთავრობის ჩამოყალიბება და მისი ასეთი მაღალი დონის მინისტრად დანიშვნა“.

მსგავსი პოსტები

Back to top button