მნიშვნელოვანირეგიონი

ესებუას საქმე_ სასამართლომ ახალი მტკიცებულებები დააკმაყოფილა

ზუგდიდში “საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის პროკურორის, მირანდა წერეთლის განცხადებით, ბრალდების მხარემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ახალი მტკიცებულების დასაშვებობასთან დაკავშირებით შუამდგომლობა წარმოადგინა რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

მისივე თქმით, გამოკითხულმა დაზარალებულებმა სასამართლოს სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდეს მათთვის ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ.

“დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა შუამდგომლობა ახალი მტკიცებულების დასაშვებობასთან დაკავშირებით, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. დასაშვებად იქნა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ის მასალა, რომელიც მოვიპოვეთ . ეს გახლდათ სუნის ნიმუშები ხმის ნიმუშები, მასთან დაკავშირებული საპროცესო დოკუმენტები, ასევე დადგენილებები ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ გავაგრძელეთ ჩვენი მტკიცებულებების გამოკვლევა, დავკითხეთ გამოცხადებული დაზარალებულები, რომლებმაც სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს მათთვის ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ“, – განაცხადა მირანდა წერეთელმა.

მირანდა წერეთლის განცხადებით, ბრალდების მხარე წარდგენილი აქვს უტყუარი მტკიცებულებები დაკავებული პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით. პროკურორი დარწმუნებულია, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

“ბრალდების მხარე წარდგენილი აქვს უტყუარი მტკიცებულებები დაკავებული პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით. ასევე, ბრალდების მხარემ იმ ექსპერტიზებით, რომელიც დანიშნულია, მოიპოვებს დამატებით ობიექტურ მტკიცებულებებს და დაადასტურებს წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობას შესაბამისად, ამ მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ სასამართლო მიიღებს უკვე ობიექტურ გადაწყვეტილებას, დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება გამამტყუნებელი განაჩენი“, – განაცხადა მირანდა წერეთელმა.

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ,,საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 7 მარტს გაიმართება. სხდომა 11:00 ჩაინიშნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button