კომპანია Sharp-ი სმარტფონ-რობოტს გამოუშვებს [Photo/Video]

კომპანია Sharp-ი სმარტფონ-რობოტ RoboHon-ის გამოშვებისთვის ემზადება, – გვაცნობებს The Verge.

20 სანტიმეტრამდე სიმაღლის დანადგარს ჰუმანოიდის გარეგნობა აქვს. მას სიარული, ცეკვა, თავის დახრა და სხვა მარტივი მოძრაობის შესრულება შეუძლია. უცნაური გარეგნობის მიუხედავად, RoboHon-ი ჩვეულებრივ ტელეფონს წარმოადგენს.

რობოტი მიკროფონითა და დინამიკითიაა აღჭურვილი, რაც ჩვეულებრივ ყურმილს წარმოადგენს. იგი Android-ის საოპერაციო სისტემაში მუშაობს. RoboHon-ს LTE და 3G მხარდაჭერა აქვს, მის ზურგში პატარა სენსორული დისპლეია დამონტაჟებული. 320/240 პიკსელიანი გაფართოების ეკრანს ხმოვანი სიგნალების ამოცნობა, პატრონის განწყობაზე რეაგირება და მისი დამშვიდება შეუძლია.

RoboHon-ი გაყიდვაში შემდეგი თვიდან გამოჩნდება და 198 ათას იაპონურ იაენად გაიყიყდება, რაც დაახლოებით 1815 დოლარს შეადგენს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”33350″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button