“წინასაარჩევნო კამპანია მაისში დაიწყება”

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საარჩევნო პროცესი მაისში დაიწყება. ეს გადაწყვეტილება გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ კვირიკაშვილის მიერ პრეზიდენტისთვის არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულების კონტრასიგნაციამდე უკან დაბრუნების შემდეგ მიიღო.

როგორც მარგველაშვილმა განმარტა, არჩევნების თარიღთან დაკავშირებული ყველა პროცესი მთავრობასთან იყო შეთანხმებული. თუმცა აღმოჩნდა, რომ არ შექმნის პრობლემას არჩევნების 60 დღეზე ადრე გამოცხადება. რის გამოც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ახალ აქტს მაისის დასაწყისში გამოსცემს.

”იმ დოკუმენტს, რომელიც მთავრობასთან სიტყვა-სიტყვით იყო შეთანხმებული და რომელსაც დღეს ხელი არ მოეწერა – მინდა მოგახსენოთ, რომ ეს დოკუმენტი გამოვეცი იმდენად, რამდენადაც დამარწმუნა საქართველოს მთავრობამ, რომ 60 დღეზე ადრე არჩევნების დანიშვნა იქნებოდა ფინანსურად დამანგრეველი. აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და თურმე შეიძლება უფრო ადრეც დაინიშნოს. შესაბამისად მაისის დასაწყისში მე გამოვცემ აქტს, სადაც იქნება ერთი წინადადება არჩევნების დანიშვნის თაობაზე. ეს იქნება დადებითი, რადგან 5 თვით ადრე დავიწყებთ საარჩევნო კამპანიას, ეს იქნება დადებითი საარჩევნო გარემოსთვისაც“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით პრეზიდენტი მზადაა შეეხიდოს მთავრობას არჩევნების ადმინისტრირების დაფინანსების ნაწილში. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დაფინანსება პრეზიდენტის ფონდიდან მოხდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button