რეგიონი

კომპანია ,,TAHAL”-ის დასაქმებულებმა აქცია გამართეს

ფოთში კომპანია ,,TAHAL”- ში დასაქმებულმა პირებმა კუთვნილი სახელფასო ანაზღაურების მოთხოვნით აქცია გამართეს.

შეკრებილების განცხადებით, ასამდე ადამიანს ოქტომრის თვის ხელფასი ამ დრომდე არ აუღია. მათივე თქმით, კომპანია მათ პრობლემის მოგვარებას 31 დეკემბერს ჰპირდება, რაც მათთვის მიუღებელია. გაფიცულები ფოთის მერს აღნიშნული საკითხით დაინტერესებას და დახმარებას სთხოვენ. ფირმა ,,TAHAL” -ში პირად საუბარში ამბობენ, რომ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და უმოკლს ვადებში მოგვარდება.

,,ჩვენს უკან ძალიან ბევრი ადამიანი დგას, რომლებმაც ფიზიკურად იშრომეს , ჩვენ თვითონ ვალები გვაქვს. ამ საახალწლოდ ოჯახში რამე ხომ უნდა შევიტანოთ, არ გვიხარია ამ ეზოში მოსვლა, მაგრამ იძულებულები გავხდით. აქ პასუხის გამცემი ადამიანი არ გვყავს. კომპანიის წარმომადგენელი არავინ გვხვდება ისეთი ვინც დაგვპირდება თუ როდის შევძლებთ თანხის აღებას. ჩვენ ვთხოვთ ახალ მერს თუ რამე შეუძლია მოგვაქციოს ყურადღება კომპანია ,,ტაჰალს’ იურიდიულად გაესაუბროს, რადგან არ გვინდა ვიღაცამ აიღოს მისი ნაშრომი და ვიღაცის კიდე დაიკარგოს. ნუ დაგვარღვევინებენ ბანკებთნ დადებულ ხელშეკრულების პირობებს, ნუ გაგვამწარებენ და ნუ მოიქცევან ისე , რომ ჩვენ ქუჩაში შევხვდეთ ახალ წელს,“- აქციის მონაწილე ბადრი დარჩიამ.

კომპანია ,,TAHAL”-ი ფოთში საკანალიზაციო სისტემის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.

რადიო თბილისის რეგიონული კორესპოდენტი სამეგრელოში თეა შონიას ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button