მსოფლიოსიახლეები

კომპანიები ტრამპს მოუწოდებენ ჩინეთთან სავაჭრო დავა დასრულოს

ამერიკული კომპანიები აშშ-ს პრეზედენტ დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავენ და ჩინეთთან სავაჭრო დავის დასრულებისკენ მოუწოდებენ. წერილს ხელს 600-ზე მეტი კომპანია აწერს, მათ შორის არიან ისეთი უმსხვილესი საწარმოები, როგორებიცაა „ტარგეტი“ და „ვოლმარტი“. წერილში აღნიშნულია, რომ დამატებითი ტარიფები დააზრალებს როგორც ამერიკულ კომპანიებს, ისე ადგილობრივ მომხმარებელს და თუ სავაჭრო დავა არ დარეგულირდება, ამას რამდენიმესულიანი ოჯახებისთვის ყოველწლიური ხარჯების გაზრდა მოჰყვება.

შეგახსენებთ, აშშ-მ ჩინეთს 10 მაისს $250 მილიარდის ჩინურ პროდუქციაზე ტარიფები 10%-დან 25%-მდე გაუზარდა. ამას ოფიციალური პეკინისგან საპასუხო ნაბიჯი მოჰყვა – 1 ივნისიდან, ჩინეთმა აშშ-ს $60 მილიარდის პროდუქციაზე ტარიფები დაუწესა.

მსგავსი პოსტები

Back to top button