კომპოზიტორი ჯეიმზ ლასტი გარდაიცვალა

ამერიკის შტატ ფლორიდაში, 86 წლის ასაკში გერმანელი კომპოზიტორი, არანჟირების ავტორი და დირიჟორი ჯეიმზ ლასტი გარდაიცვალა.

სხვადასხვა წლებში იგი ცნობილი გახდა პოპულარული სიმღერების კომპოზიციების საცეკვაო ვერსიებით.

შექმნილი აქვს საკუთარი ორკესტრი. მისი კომპოზიციებიდან ყველაზე ცნობილია The Lonely Shepherd – მარტოხელა მწყემსი, რუმინელ გეორგე ზამფირთან ერთად შექმნილი  და 1977 წელს გამოცემული.

ეს მელოდია კუენტინ ტარანტინომ ფილმში „მოკალი ბილი“ გამოიყენა.

მსგავსი პოსტები

Back to top button