მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

“კონგრესმენ მალინის კრიტიკა გასაკვირი არაა”

რესპუბლიკელი კონგრესმენი მარკუეინ მალინი, აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის განცხადებას ტყუილს უწოდებს.

რესპუბლიკური პარტიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ, რომელშიც ეწერა, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პუტინის მოკავშირეა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ დოკუმენტზე ხელის მომწერთა ნახევარი არ იზიარებს ანგარიშის იმ ნაწილს, რომელიც ივანიშვილს ეხება.

„ვნახე ეს სტატია ქართულ პრესაში, რესპუბლიკური პარტიის შემსწავლელი კომიტეტის მიერ შექმნილ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ. შეცდომას ნუ დაუშვებთ, ეს ტყუილია. მე და ჩემი კოლეგები რესპუბლიკური პარტიის შემსწავლელ კომიტეტში თავისუფლების დამცველები ვართ და არ შევდრკებით პუტინის მოკავშირეების წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის, არც საქართველოში.” – წერს მალინი სოციალურ ქსელში.

საპარლამენტო უმრავლესობა რესპუბლიკელი კონგრესმენის, მარკუეინ მალინის მიერ გამოქვეყნებულ აღნიშნულ პოსტს ეხმაურება.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა აცხადებს, რომ მისთვის მალინის განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა და კონგრესმენი ლობისტურ საქმიანობას ეწევა.

“საუბარი არის რესპუბლიკელ კონგრესმენზე, კონკრეტულად ამ ერთ ადამიანზე, რომელიც ოფიციალურად იღებს დაფინანსებას „ფრონტერასგან“ და ეწევა ლობისტურ საქმიანობას. ეს კანონით ნებადართულია, თავისი დამფინანსებლების ინტერესების შესაბამისად გვაკრიტიკოს ან შეგვაქოს. ამიტომ ეს ჩემთვის გასაკვირი არ არის.” – განაცხადა კუჭავამ.

მოისმინეთ კახა კუჭავას ხმა.

მარკუეინ მალინის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ოპოზიციის წარმომადგენელებიც ეხმაურებიან.

მმართველი გუნდის ყოფილი წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, საპასუხო ნაბიჯები უკეთესად გათვალოს.

“შესაძლებელია, რომ ამ დოკუმენტში, რომელიღაცა კონგრესმენმა არ იცოდა რაღაც ფრაზა, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ფრაზა მოხვდა. დოკუმენტი არის მიღებული და ეს ძალიან არასასიამოვნო ფაქტია ხელისუფლებისთვის. ჯობს ცოტა სხვა ნაბიჯებით უპასუხონ ამ გამოწვევას.” – ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.

მოისმინეთ დიმიტრი ცქიტიშვილის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button