სპორტი

კოპა ამერიკას ფინალში არგენტინა და ბრაზილია შეხვდებიან

ბრაზილიაში მიმდინარე კოპა ამერიკის ორივე ფინალისტის ვინაობა ცნობილია. ტურნირის გამარჯვებულის ტიტულისთვის ბრძოლაში ერთმანეთს ბრაზილიის და არგენტინის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ბრაზილიის ნაკრებმა პერუს მინიმალური ანგარიში 1:0 მოუგო.

არგენტინის ნაკრებმა დაძაბულ ნახევარფინალურ შეხვედრაში კოლუმბიის ეროვნული ნაკრები დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. პენალტების სერიაში კი მეტად გამძლე არგენტინა გამოდგა. 3:2 და არგენტინა ფინალში გავიდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი არგენტინელთა მეკარე ემილიანო მარტინესი გახდა.

აღსანიშნავია, რომ არგენტინის ნაკრები ფინალში 29-ედ ითამაშებს.

ლიონელ მესი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია. 6 მატჩში მან 4 გოლი და5 საგოლე პასი მიითვალა.

შეგხსენებთ, რომ კოპა ამერიკის ფინალი 11 ივლისს გამთენიისას რიო დე ჟანეიროში „მარაკანას“ სტადიონზე გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button