კოპენჰაგენის მუზეუმმა დეგას სურათი შეიძინა

დანიის დედაქალაქში, კალსბერგის ახალი გლიპტოთეკის დამთვალიერებლები, ედგარ დეგას ტილოს, სახელწოდებით “ჟოკეები სტარტის წინ”, ცქერით დატკბებიან.

ფრანგი იმპრესიონისტის შედევრი, მუზეუმმა, კარლსბერგის ახალი ფონდის შემოწირულობის წყალობით შეიძინა. გლიპტოთეკის ადმინისტრაციამ, შენაძენის ღირებულება არ გაამხილა, უბრალოდ აღნიშნა, რომ სურათში გადახდილი მილიონობით კრონი, ორნიშნა ციფრით აღინიშნება.

გლიპტოთეკაში დეგას სხვა შედევრებიც ინახება, მაგრამ დანიის მუზეუმისთვის, ახალი შენაძენი, პირველი ტილოა, რომელიც ჯირითს ასახავს.

“ამჟამად, დეგას შედევრების შეძენა ხელოვნების ნიმუშების საერთაშორისო ბაზარზე, პრაკტიკულად, შეუძლებელია”, – ხაზგასმით აღნიშნა გლიპტოთეკის დირექტორმა ფლემინდ ვიბორგმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button