კორეელი ძალოსნის 10-წლიანი დისკვალიფიკაცია

სამხრეთ კორეელი ძალოსანი სა ჟაე ჰიუკი 10-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, რისი მიზეზიც მისი მხრიდან ახალგაზრდა კოლეგის, 21 წლის ჰუანგ ვუსთვის მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფაა.

Associated Press-ის ცნობით, ჰიუკმა ვუ ჩუნჩოუნში ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე სცემა, რის გამოც 77კგ წონით კატეგორიაში ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული სპორტს 10 წლით ჩამოშორდა, ვუს კი ექვსკვირიანი სარეაბილიტაციო კურსი ელის.

მოგვიანებით კორეის ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ ოფიციალურ წერილში საზოგადოებას წესრიგის დარღვევისა და ხმაურისთვის ბოდიში მოუხადა

მსგავსი პოსტები

Back to top button