ლუი დე ფიუნესის პარტნიორი გარდაიცვალა [Video]

ფრანგი მსახიობი მიშელ გალაბრიუ 93 წლის ასაკში გარდაიცვალა, – წერს Le Figaro.

გალაბრიუ მაყურებელს სერჟანტ ჟერბერის როლით დაამახსოვრდა, იგი გადასაღებ მოედნებზე ცნობილ ფრანგ კომიკოსს, ლუი დე ფიუნესს პარტნიორობას უწევდა.

მიშელ გაბრიუ 1922 წელს მაროკოში დაიბადა. უკანასკნელი ფილმი – “სიყვარული, როგორც საწამლავი”, რომელშიც მსახიობმა ითამაშა, ეკრანებზე 2010 წელს გამოვიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button