მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ყოფილი მდივანი მოლდოვაში ელჩად დაინიშნა

პრეზიდენტმა ზელენსკიმ 29 მარტს განაცხადა, რომ დანილოვი „დიპლომატიური მიმართულებით განაგრძობს მუშაობას“.

პრეზიდენტის განცხადებით, მოლდოვა უკრაინისთვის „უკიდურესად მნიშვნელოვანი სახელმწიფოა როგორც რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევების, ისევე ორმხრივი თანამშრომლობის გადმოსახედიდან“,

დანილოვმა მოლდოვაში ელჩის პოსტზე ჩაანაცვლა მარკ შევჩენკო. შევჩენკო ზელენსკიმ 29 მარტსვე დაითხოვა.

დანილოვი, რომელიც თავდაცვის საბჭოს მდივანი 2019 წლიდან იყო და ცნობილი იყო თავისი რადიკალური რიტორიკით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ წინა დღეს, 28 მარტს დაითხოვა.

1990-იან წლებში დანილოვი ლუგანსკის მერი იყო, 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხელმძღვანელობდა ვიქტორ იუშჩენკოს საარჩევნო შტაბს, მოგვიანებით კი ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი გახდა. ის ორჯერ იყო უკრაინის სახალხო დეპუტატი იულია ტიმოშენკოს ბლოკიდან.

ზელენსკის ბრძანებულებაში არ არის ლაპარაკი გადაყენების მიზეზებზე. ის წინასწარ არ გამოუცხადებიათ. იანვარში ჟურნალი Economist-ი წერდა, რომ დანილოვის ადგილზე შესაძლოა დანიშნულიყო უკრაინის შეიარაღებული ძალების მაშინდელი სარდალი ვალერი ზალუჟნი. ზალუჟნი მართლაც გადააყენეს, მაგრამ ამის შემდეგ ის დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩად დაინიშნა.

ჯერ უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს დანილოვს.

გარდა ამისა ომში მყოფმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი პირველი თანაშემწე სერგეი შეფირი და რამდენიმე მრჩეველი თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამისი განკარგულებები უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც უკრაინული მედია წერს, სერგეი შეფირი ზელენსკის მეგობარი და ბიზნესპარტნიორი იყო.

შეფირის გარდა, გათავისუფლებულებს შორის არიან ზელენსკის მრჩევლები მიხაილ რადუცკის, სერგეი ტროფიმოვი და ოლეგ უსტენკო.

ამას გარდა, განკარგულებებიდან ირკვევა, რომ ზელენსკიმ დაითხოვა მოხალისეთა საქმიანობისა და უკრაინის დამცველთა უფლებების უზრუნველყოფის საკითხებში პრეზიდენტის ოფისის შტატგარეშე წარმომადგენლები ნატალია პუშკარევა და ალიონა ვერბიცკაია.

მსგავსი პოსტები

Back to top button