მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
კორონავირუსი კიდევ ერთ ექთანს დაუდგინდა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/05/eqtani.jpg)
კახეთში კიდევ ერთ ინფიცირებული მედიკოსი გამოვლინდა და ინფექციის გავრცელების საფრთხე კვლავ დადგა. ამჟამად, კორონავირუსი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექთანს დაუდასტურდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი 27 აპრილს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მეუღლესთან სტუმრად იმყოფებოდა. სწორედ ამის შემდეგ დაუდასტურდა მას კოვიდ-19. ირკვევა, რომ დაინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა მეუღლესთან, მეუღლეს კი, – 2 მეზობელთან. ამჟამად, სამივე პირი თვითიზოლაციაშია. მათ ტესტებს ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გაგზავნიან.