მნიშვნელოვანისიახლეები

კორონავირუსის 4 534 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 4 534 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 742 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 74 პაციენტი.

stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 51 756 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 30 538, „პისიარ“ ტესტით – 21 218.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 831 248-ს.

მათგან 772 301 გამოჯანმრთელდა, 11 810 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 133 935 აცრა, დღიურად აცრილია 10 194.

ამასთან, 25 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 331 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 804 პაციენტი, გარდაიცვალა 57.

მსგავსი პოსტები

Back to top button