საქართველოში კორონავირუსის დღიური 1 612 შემთხვევაა

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 612 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 419 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 28 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 235 491
გამოჯანმრთელებულია – 223 695
გარდაცვლილია – 2 694
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 15 492, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 084PSR ტესტით – 6 408
მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 87 მილიონს გადააჭარბა – მათგან გამოჯანმრთელდა 63 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,8 მილიონზე მეტი.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შტამიდან გამომდინარე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლო 14 დღის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე ყველა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოსვლისას 12-დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარება.