მნიშვნელოვანისიახლეები

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან უმეტესობა ბათუმშია გამოვლენილი

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 38 ახალი შემთხვევიდან უმეტესობა ბათუმშია გამოვლენილი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 22 შემთხვევა ბათუმის საკონდიტრო მაღაზია „დონას“ კლასტერია, 7 დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტია, 4 შემთხვევა იმპორტირებულია, მათ შორის 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, 5 პირზე კი, მიმდინარეობს კვლევა კონტაქტების მოძიების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით.

მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით კოვიდცენტრებში 251 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის 3 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 15-ის კი, მძიმე. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მასზე მსუბუქია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 1548 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1270 გამოჯანმრთელებულია. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 17 კი, გამოჯანმრთელდა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button