მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კორონავირუსის დელტა შტამით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა

ციციშვილის სახელობის კლინიკაში კოვიდინფიცირებული კიდევ ერთი ჩვილი გარდაიცვალა. მას დელტა შტამი ჰქონდა დადასტურებული.

როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა, ბავშვი აფხაზეთიდან გადმოიყვანეს და მისი მდგომარეობა პირველივე დღიდან უკიდურესად მძიმე იყო, ის კლინიკაში 1-ელ ივლისს მოათავსეს.

ციციშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებული სამი ჩვილი მკურნალობდა, რომელთა მდგომარეობა მძიმე იყო. 16 ივლისს ალფა შტამით დაინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button