მნიშვნელოვანისიახლეები

კორონავირუსის დღევანდელი სტატისტიკა-გარდაცვალა 49 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 623 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 925 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 698 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად საქართველოში კორონავირუსის 3 334 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აქედან კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 882 822 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 825 442 გამოჯანმრთელდა, 12 631 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 287 645 აცრა, დღიურად აცრილია 9 813.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 334 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 1 575 შემთხვევა

📌აჭარა – 148

📌იმერეთი – 543

📌ქვემო ქართლი – 226

📌შიდა ქართლი – 280

📌გურია – 93

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 236

📌კახეთი – 166

📌მცხეთა-მთიანეთი – 86

📌სამცხე-ჯავახეთი – 84

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.

მსგავსი პოსტები

Back to top button