მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
კორონავირუსის გამო კახეთში მოსწავლეების დიდი ნაწილი ონლაინ-სწავლებას ირჩევს
კახეთში საჯარო სკოლებში მოსწავლეების ნახევარი აღარ ცხადდება. რეგიონში კორონავირუსის რეკორდული ზრდის გამო, ბავშვების უმრავლესობა ონლაინ-სწავლებაზე საკუთარი გადაწყვეტილებით გადადის.
გურჯაანის საგანამანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, სამი სკოლა უკვე დაიკეტა და მშობლები სიფრთხილეს იჩენენ.
” მოსწავლეები გადადიან ონლაინზე საკუთარი გადაწყვეტილებით, როგორც ჩანს, ვირუსის შემთხვევების მომატების გამო, მშობლები სიფრთხილეს იჩენენ. ნაწილი დადის სკოლაში, მაგრამ სრულფასოვან დასწრება რათქმა უნდა, არ არის”- განაცხადა მინდიაშვილმა.
კახეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება, ყოველდღიურად მძიმდება.
ვირუსის შემთხვევების მატების გამო, რეგიონში უკვე რვა საჯარო სკოლა და 50-ზე მეტი საბავშვო ბაღი დაიკეტა.