მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კორონავირუსის გამო ლაგოდეხში საბავშვო ბაღი დაიკეტა

სააღმზრდელო პროცესი,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის საბავშვო ბაღში შეწყდა.
სამუშაო პროცესის შეწყვეტის მიზეზი, კოვიდ- 19 ის შემთხვევა გახდა, რომელიც ერთ- ერთი ჯგუფის ძიძას დაუდასტურდა.

კორონა ვირუსის კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაშიც, სადაც ორი სამსახურის უფროსი დაინფიცირდა.

ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნუნუ ნოზაძის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური ვითარება მუნიციპალიტეტში ყოველდღიურად რთულდება.

” ყოველდღე გვემატება შემთხვევების რაოდენობა. დღეს უკვე 15 დაფიქსირდა. ვვარაუდობთ, რომ საღამომდე კიდევ გაიზრდება. კლასტერი, რომელიც ლაგოდეხში ჩამოყალიბდა უკვე 150 ადამიანს მოიცავს. სულ ცოტა ხნის წინ გავეცით მაწიმში, საბავშვო ბაღის დაკეტვის რეკომენდაცია. ტესტირება მიმდინარეობს და რეგულაციების დაცვას ვითხოვთ”- განაცხადა ნოზაძემ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური ვითარება აპრილის დასაწყისიდან გართულდა. მოსახლეობის მასობრივი დაინფიცირება ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მრევლისგან დაიწყო და ორ კვირაში 70- ს მიაღწია.

დღევანდელი მდგომარეობით, დაკეტილია სამი საჯარო სკოლა, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო.

გადატვირთულია ლაგოდეხის არქიმედეს კოვიდ-კლინიკაც, სადაც 40- ზე მეტ პაციენტს მკურნალობენ.
სპეციალისტების განმარტებით, ლაგოდეხში დაფიქსირებული შემთხვევების უმრავლესობა, ეგრეთ წოდებული ბრიტანული შტამია.

მსგავსი პოსტები

Back to top button