მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კორონავირუსის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებები დაიხურა თელავსა და საგარეჯოში

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები თელავში მნიშვნელოვნად იზრდება. დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში საბავშვო ბაღი დაიკეტა.

სააღმზრდელო პროცესის შეჩერების მიზეზი, აღმზრდელი პედაგოგის კორონა ვირუსით ინფიცირება გახდა.
თელავის ბაგა- ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ია ლუარსაბიშვილის განმარტებით, გადაწყვეტილება საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ მიიღო.

” პედაგოგს დაუდასტურდა კორონა ვირუსი და საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყვეტულიყო. როცა საფრთხე ამოწურულად ჩაითვლება, ბაღი გაიხსნება”- განაცხადა ლუარსაბიშვილმა.

კოვიდ- 19- ით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა კახეთის საჯარო სკოლებშიც.
კორონავირუსი გამოუვლინდა სოფელ ბუშეტის საჯარო სკოლის ორ პედაგოგსა და დამლაგებელს.

კოვიდ- 19- ით ჯგუფურად ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურის საჯარო სკოლაშიც, სადაც კორონა ვირუსი პედაგოგებსა და მოსწავლეებს ლაბორატორიულად დაუდასტურდათ.

დღეს კახეთის რეგიონში კორონავირუსის 77 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ყველაზე მეტი, 21 ინფიცირებული, კვლავ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტშია.

მსგავსი პოსტები

Back to top button