მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კორონავირუსის კიდევ ერთი მსხვერპლი კახეთში

კოვიდ- 19- ით კახეთში, კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. რადიო ჰერეთის ინფორმაციით, 83 წლის ასაკის პაციენტი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურას მკვიდრია.გარდაცვლილი მკურნალობის კურსს საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში გადიოდა.

სექტემბრიდან დღემდე, კახეთში სულ 106 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსიის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულების 74 კონტაქტი, ეპიდემიოლოგებმა უკვე მოიძიეს და თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.

რეგიონის რვა მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის 10 983 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.
დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში მკურნალობას 591 მოქალაქე გადის, მათ შორის 527 დატოვებულია ბინაზე, 64 კი, კოვიდ -კლინიკაში იმყოფება.

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი რეგიონში 10 286 – მდე გაიზარდა

მსგავსი პოსტები

Back to top button