მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მუნიციპალური ტრანსპორტი თელავში მომავალი კვირიდან ამოქმედდება.

თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი მომავალი კვირიდან ამოქმედდება. თანხმობა სატრანსპორტო სამსახურის დაფუძნებაზე, მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე გასცა.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, არჩილ თხლაშიძის განმარტებით, სამსახური თელავის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირებას მოემსახურება.

” ეს იქნება არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც მუნიციპალური ტრანსპორტის მართვას განახორციელებს. საუბარია იმ ავტობუსებზე, რომლებიც თელავში იბიარდის მხარდაჭერით შემოვიდა. თვითონ ტრანსპორტი, რამდენიმე თვე სატესტო რეჟიმში იმუშავებს და ამ ხნის განმავლობაში, მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება. 20 მძღოლი ავტობუსებისათვის უკვე გადამზადებულია”- განაცხადა თხლაშიძემ.

ავტობუსები თელავში მომავალი კვირიდან ამოძრავდებიან. საწყის ეტაპზე, ისინი მხოლოდ ქალაქში იმოძრავებენ.

8.5-მეტრიანი, 5 ერთეული ავტობუსი თელავს 2020 წლის ოქტომბერში გადაეცა. ისინი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერითაა შეძენილი.

მუნიციპალური ტრანსპორტი, ქალაქ თელავში, ბოლოს 2008- 2011 წლებში მოძრაობდა.
მთლიანად, საქართველოს რეგიონებისათვის 175 ერთეული ტრანსპორტის შეძენა იგეგმება.
პროექტის საერთო ღირებულება 18 მილიონი ევროა.

თელავში წინასაარჩევნოდ შემოყვანილი ავტობუსების საკითხი, რადიო ჰერეთმა პირველმა გააშუქა.

სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკოსები ადგილობრივ ხელისუფლებას, ტრანსპორტისათვის დეპოს მშენებლობის გაჭიანურებაში, მარშუტების არქონასა და შესაბამისი სტრუქტურის არარსებობაში ადანაშაულებდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button