კორონავირუსის ომიკრონის შტამმა გავრცელება კახეთშიც დაიწყო
კორონავირუსის ომიკრონის შტამმა გავრცელება კახეთშიც დაიწყო.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ახალი შტამით ინფიცირებული პირები ერთი ოჯახის წევრები არიან, რომელთა შორის სამი არასრულწლოვანია. ახალი შტამი, ოჯახს, თბილისიდან თელავში ჩასული ომიკრონით ინფიცირებული ნათესავისგან გადაედო.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი, ნელი ხიზანიშვილი რეგიონში ომიკრონის გავრცელებას ადასტურებს და განმარტავს, რომ ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევები ბევრად მეტია, ვიდრე ოფიციალურად ლუგარის ლაბორატორიაში გამოკვლეული.
” კვლევას ვატარებთ იმისათვის, რომ ეპიდემიოლოგიურად დავადგინოთ, შტამი შემოსულია, თუ, არა. ჩვენ გამოვიკვლიეთ ორი ადამიანი, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ შემთხვევები ბევრად მეტია. ორივე პაციენტი ვაქცინირებულია. ერთი გახლავთ სრულიად უსიმპტომო, მეორესთან მსუბუქი მიმდინარეობა გვაქვს. თბილისიდან ჩამოტანილი შემთხვევებია და ერთი ოჯახის წევრები არიან.
თუ იმ ოჯახს, რომელზეც მესაუბრებით, ომიკრონის შტამით ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი, ცხადია, ეს შტამი გადაედო. ფაქტია, რეგიონში ომიკრონმა უკვე გავრცელება დაიწყო”– განაცხადა ხიზანიშვილმა.
დღეს საქართველოში კორონავირუსის ნახტომისებური ზრდა, 5486 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ახალი შეზღუდვები, ჯერჯერობით არ დაწესებულა.
მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის ხათუნა გულიაშვილის ჩართვას ახალ ამბებში: