მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კორონავირუსის რეკორდული მატება რამდენიმე ქვეყანაში

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მიხედვით, პირველ ადგილზე ინდოეთია. 84 156 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყები რეკორდული მაჩვენებელია. ინდოეთში დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3,933,124-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 1 083-ით გაიზარდა, სულ კი ქვეყანაში კორონავირუსით 68 569 გარდაცვლილია დადასტურებული.

ახალი შემთხვევების მიხედვით მეორე ადგილზეა ბრაზილია, სადაც ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 44 728 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4 046 150-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 830 ინფიცირებული გარდაიცვალა, სულ კი კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა დადასტურებულმა რაოიდენობამ 124 729 შეადგინა.

დადასტურებული ახალი შემთხვევების მიხედვით, მესამე ადგილზეა აშშ, სადაც 44 507 ინფიცირებული გამოავლინეს და ჯამში, კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 6 335,244 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასულ დღე-ღამეში კოვიდ-19-ით ყველაზე მეტი გარდაცვალება ამერიკაშია დადასტურებული. გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 094 შეადგინა. აშშ პირველ ადგილზეა გარდაცვლილთა ჯამური მაჩვენებლითაც, კივიდ-19-ით 191 058 გარდაცვალებაა დადასტურებული.

რეკორდულად მოიმატა კოვიდ-19-ის შემთხვევებმა უკრაინაშიც. ბოლო 24 ვირუსი 2 723 ადამიანს გამოუვლინდა, მათ შორის 161 ბავშვია. საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობამ 130 951-ს მიაღწია. უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 51 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 761-ს მიაღწია.

რაც შეეხება საქართველოს მეზობლებს – სომხეთში 196, ხოლო აზერბაიჯანში ახალი 167 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაცვალების შემთხვევების მატების მხრივ, კოვიდ-19-ით ორივე ქვეყანაში 3-3 ადამიანი გარდაიცვალა გასული დღე-ღამის მანძილზე.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button