მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების გამო თელავის საბავშვო ბაღებში ჯგუფები კიდევ დაიხურა

თელავის მუნიციპალიტეტის 32 საბავშვო ბაღში, გახანგრძლივებულმა ჯგუფებმა სრულად და ერთმა ბაღმა, სააღმზრდელო პროცესი შეწყვიტეს. ჯგუფების დახურვის მიზეზად, კორონა ვირუსის მომატებული შემთხვევები სახელდება.
თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის, ია ლუარსაბიშვილის განმარტებით, ჯგუფებში სწავლა სიტუაციის დასტაბილურებისთანავე აღდგება.
” უკვე ვირუსის შემთხვევებმა მატება დაიწყო და ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია ასეთი იყო. ჩვენც მივყვებით პროტოკოლს. როგორც კი ვითარება შეიცვლება, ჯგუფებს ისევ გავხსნით”- განაცხადა ლუარსაბიშვილმა.
სააღმზრდელო პროცესი მთლიანად შეაჩერა თელავის მე- 3 საბავშვო ბაღმაც, სადაც კორონავირუსის შემთხვევა ერთ- ერთ აღსაზრდელს დაუდასტურდა.
სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში, 1 მარტს განახლდა.