არადეკლალირებული ძვირფასეულობა ლაგოდეხის საბაჟოზე

დეკლარირების წესის დარღვევის გამო, აზერბაიჯანის მოქალაქეს ჯარიმა დაეკისრა.

რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, “საბაჟო გამშვები პუნქტის, “ლაგოდეხის”, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.

აზერბაიჯანის მოქალაქის კუთვნილი ხელჩანთის დათვალიერების შედეგად, მათ ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები და ბიჟუტერია აღმოაჩინეს. არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 3958 ლარი შეადგინა.

აზერბაიჯანის მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3958.89 ლარის ოდენობით

მსგავსი პოსტები

ასევე ნახე
Close
Back to top button