მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კორონავირუსის შემთხვევის გამო ბაკურციხის ტერიტორიული ორგანო დაიკეტა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის ტერიტორიული ორგანო დროებით დაიკეტა. მიზეზი თანამშრომლის კორონა ვირუსით ინფიცირება გახდა. კოვიდ- 19- ის შემთხვევის გამო, ორგანოს ყველა თანამშრომელი, მათ შორის გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელში, თვითიზოლაციაში გადავიდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ტერიტორიული ორგანო დისტანციურად იმუშავებს.

გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, მანანა გოგაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგებმა მიიღეს.

“ეპიდემიოლოგებმა შეისწავლეს კონტაქტები და ასე გადაწყვიტეს. მიუხედავად იმისა, რომ დაინფიცირებულს შეხება თანამშობლების გარდა , ადგილობრივებთანაც ჰქონდა, ამ ეტაპზე სოფელში მასობრივი კვლევის ჩატარების აუცილებლობა არ დგას”- განაცხადა გოგაშვილმა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კახეთის რეგიონში, კორონა ვირუსის შემთხვევების, რამდენიმე ერთეულით ზრდა ფიქსირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button