![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/04/kadetebi-4.jpg)
ათობით კადეტი და ინსტრუქტორი, რომელიც 9 მაისის აღლუმისთვის რეპეტიციებს გადიოდა, კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას The Moscow Times-ი ავრცელებს. ცნობებს ადასტურებს სანკტ-პეტერბურგის ელიტარული საზღვაო ძალების სკოლის ხელმძღვანელიც.
გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის, 31 პირი 15-დან 17-წლამდეა, ხოლო დანარჩენები „ბევრად უფროსები არიან და რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან“.
ცნობისთვის, რუსეთი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით, საგანგებოდ ემზადებოდა. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ მსოფლიო ლიდერებიც. გუშინდელ დღემდე, აღლუმის გადადების შესახებ განცხადება მოსკოვს არ გაუკეთებია. წუხელ ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ღონისძიებები გადაიდო.