მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რიცხვი საქართველოში 8000-ს აჭარბებს

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში 8 ათასზე მეტი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს 58 პაციენტი მსხვერპლთა, ეპიდემიის განმავლობაში გარდაცვლილთა რიცხვი 8 035-მდე გაიზარდა.

საქართველოში კოვიდით გარდაცვალების შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა 2021 წლის ზაფხულიდან, ეპიდემიის მეოთხე და ყველაზე მძიმე ტალღის პერიოდში. მხოლოდ აგვისტოში, კოვიდ-ინფექციამ 1 629 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

მსგავსი პოსტები

Back to top button