კორონავირუსით ინფიცირებულებს თელავის რეფერალურ საავადყოფოშიც უმკურნალებენ
თელავის რეფერალურმა საავადმყოფომ ,კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღება დაიწყო.
საავადმყოფოს მენეჯერის, ხათუნა ჭონიაშვილის განმარტებით, კლინიკა შერეული იქნება და სხვა დაავადებების მქონე მოქალაქეებსაც უმკურნალებს.
“გამოყოფილია 21 საწოლი, სადაც კოვიდ ინფიცირებული პაციენტების მკურნალობა დაიწყება. სხვა დაავადებების მქონე პირებსაც ჩვეულებრივად ვუმკურნალებთ. კოვიდ ინფიცირებულებს ცალკე პერსონალი ეყოლება და უსაფრთხოების ყველა ზომა იქნება მიღებული. ვისაც ჩვენთან დაუდასტურდება ვირუსი, აქვე დაიწყება მისი მკურნალობაც “- განაცხადა ჭონიაშვილმა რადიო ჰერეთთან.
თელავის რეფერალური საავადმყოფო, პანდემიის დაწყების დღიდან, ცხელების ცენტრი იყო, სადაც სიმპტომების მქონე მოქალაქეებს ტესტირებას უტარებდნენ.
კახეთში, კოვიდ ინფიცირებულებს სამ კლინიკაში, თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში, ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში და საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალში მკურნალობენ.