მსოფლიოსიახლეები

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1 300 000-ს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1 300 000 -ს აჭარბებს. უფრო კონკრეტულად კი, Worldometers-ის ბოლო მონაცემებით, ამ მომენტისთვის COVID-19 დაუფიქსირდა ჯამში 1 323 655 ადამიანს; ვირუსით გარდაიცვალა 73 608 პაციენტი.

კრიტიკულ მდგომარეობაშია ინფიცირებულთა 5% – 46 486 ადამიანი. ვირუსისგან ჯამში 277 280 ადამიანი განიკურა. ყველაზე მეტი – თითქმის 352 249 ინფიცირებული ჰყავს ამერიკას, შემდეგ ესპანეთს, იტალიას, გერმანიას, საფრანგეთს და ჩინეთს. ხოლო ყველაზე მეტი გარდაცვლილი იტალიას და ესპანეთს. ყველაზე მეტი -77,078 პაციენტი ჩინეთში გამოჯანმრთელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button