კორონავირუსით ინფიცირების 5567 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5567 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 36 პაციენტი
ბოლო 24 საათში ჩატარდა 60 753 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 34 092, PCR ტესტით – 26 661.
13 იანვარს ქვეყნის მასშტაბით 6 864 აცრა ჩატარდა. სულ ქვეყანაში ჩატარებულია – 2 596 549 აცრა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 984 802-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 661 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 924 072.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 395 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 567 ახალი შემთხვევიდან:
📌თბილისში გამოვლენილია 3 479 შემთხვევა
📌აჭარა – 587
📌იმერეთი – 434
📌ქვემო ქართლი – 159
📌შიდა ქართლი – 254
📌გურია – 130
📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 199
📌კახეთი -130
📌მცხეთა-მთიანეთი -84
📌სამცხე-ჯავახეთი – 85
📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -26.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.