მნიშვნელოვანისიახლეები

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო.

კომისიის წევრები პირველ ეტაპზე ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებს გაესაუბრებიან, შემდეგ კი წევრობის მსურველებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცესკოს თავმჯდომარეობის მსურველი 4 კანდიდატია, ხოლო ცესკოს წევრობის მსურველი – 7.

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები:

📌თამაზ ფოლადაშვილი
📌თენგიზ თევზაძე
📌გიორგი შაიშმელაშვილი
📌გიორგი კალანდარიშვილი

ცესკოს წევრობის კანდიდატები:

📌ქრისტინე ქაჯაია
📌ლევან ისაკაძე
📌ციალა შავაძე
📌რუსუდან მუმლაძე-ავალიანი
📌მამუკა ხოლეგაშვილი
📌მაია ზარიძე
📌გია ცაცაშვილი​

მსგავსი პოსტები

Back to top button